ლისაბონის “სპორტინგის” აკადემიას სახელი შეუცვალეს და კლუბის ყოფილი ფეხბურთელის კრიშტიანო რონალდოს სახელი უწოდეს.

“საუკეთესო ფეხბურთელის სახელი ახლა უკვე ჩვენს ისტორიაში უკვდავყოფილი. “სპორტინგის” აკადემიას ამიერიდან ეწოდება კრიშტიანო რონალდოს აკადემია” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რონალდომ პროფესიული კარიერა “სპორტინგში” დაიწყო. ის ლისაბონურ კლებში 2002-2003 წლებში თამაშობდა.

შემდეგ კრიშტიანო “მანჩესტერში” წავიდა, იქიდან “რეალში” ეპოქა შექმნა და ამჟამად “იუვენტუსში” თამაშობს.

ის პორტუგალიის ნაკრების კაპიტანია.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები