LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ ფინანსური წელი შეაჯამა: ნავაჭრი იზრდება

80
TotLiv1509h

უეფამ 2018 ფინანსური წლის ეკონომიკური ანგარიში გამოუშვა.

მონაცემების თანახმად, ინგლისის პრემიერლიგის კლუბების მოგებამ 5.4 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. ეს ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბუნდესლიგას და ლა ლიგას თითქმის ერთნაირი მაჩვენებელი აქვს – 3,156 მლრდ და 3,145 მლრდ ევრო. იტალიის მთავარი დივიზიონის კლუბების ხეირი კი 2,307 მლრდ ევროა. ლიგა 1-ის კლუბებს კი 1,694 მლრდ ამონაგები აქვთ.

მთლიანობაში ტოპ 20 ჩემპიონატის ამონაგები 21 მილიარდ ევროს უტოლდება (2017 წელთან შედარებით 5%-იანი ზრდაა), აქედან 10 მლრდ (49%) 30 კლუბზე მოდის.

აღინიშნება, რომ საშინაო მატჩების ტელეუფლებების ნავაჭრი 40%-ით გაიზარდა, ხოლო ბილეთების რეალიზაცია 8%-ით, რაც ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო მაჩვენებელია.

2018 წელს სუფთა მოგების მხრივ ლიდერი გახდა „მონაკო“ (179 მლნ). სამეულში ასევე შევიდნენ „ტოტენჰემი“ (127) და „ლივერპული“ (120).

გარდა ამისა, საინტერესოა, რომ საშუალო დასწრების მხრივ ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი „ტოტენჰემს“ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები