LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ ევროთასების ჩამთავრება მოიფიქრა: როგორ დასრულდება ჩემპიონთა ლიგა

101
UEFA-Corona

უეფა ევროთასების დასრულების ფორმატზე ჩამოყალიბდა და თან დარჩენილი მატჩების ჩატარების ადგილიც მოიფიქრა.

Sky Sport Italia-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8 ფინალები არსებული რეგლამენტით მასპინძელი გუნდების მოედნებზე ჩატარდება. 1/4 ფინალიდან მოყოლებული კი ჩემპიონთა ლიგა ლისაბონში “რვა გუნდის ფინალის” ფორმატით დასრულდება.

ასეთივე ფორმატით ითამაშებენ ევროპის ლიგაზე. თამაშებს ერთ-ერთი გერმანული ქალაქი მიიღებს.

ევროპის სუპერთასი ბუდაპეშტში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში უკვე გავიდნენ პსჟ, “ატლეტიკო”, “ატალანტა” და “ლაიპციგი”.

დანარჩენები მეოთხედფინალისტები განმეორებით შეხვედრებში გაირკვევიან: “რეალი”-“სიტი” (1:2); “ჩელსი”-“ბაიერნი” (0:3), “ლიონი”-“იუვენტუსი” (1:0), “ნაპოლი”-“ბარსელონა” (1:1).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები