Uber-ის ავტოპილოტს ავარია 2018 წელს მოუვიდა და გზაზე მიმავალი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბუნებრივია, გამოძიება მაშინვე დაიწყო და პირველი შედეგები უკვე ცნობილია.

როგორც ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოში დაადგინეს, ავტოპილოტი ფეხითმოსიარულეს დაეჯახა, რადგან მისი ამოცნობა და იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ეს კი პროგრამული ხარვეზის ბრალი იყო.

Uber-ს უპილოტოების ტესტირება დროებით აეკრძალება და მოუწევს თუ არა მას პასუხისგება უბედური შემთხვევის გამო ამას უკვე მოსამართლე გადაწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ 2016-დან 2018 წლამდე Uber-ის თვითმართვად მანქანებს  37 ავარია მოუვიდათ, რაც იმას ნიშნავს რომ სისტემას სერიოზული დახვეწა ესაჭიროება.

 

ტეგები: Uber ავარია

მსგავსი თემები