კომპანია Toyota-მ გადაწყვიტა, რომ საჰაერო ტაქსის იდეას ძალიან სერიოზულად მიუდგეს და პროექტისთვის 394 მილიონი დოლარი გამოყო.
თუ როგორი იქნება მფრინავი ავტომობილი და როდის გამოჩნდება ის ბაზარზე – ამაზე საუბარი ცოტა რთულია. როგორც მწარმოებლის ოფიციალურ საიტზეა აღნიშნული, მფრინავი ტაქსი ეს არის 4 ადგილიანი მფრინავი აპარატი, რომელიც ვერტიკალურად აფრინდება და დაჯდება. ტაქსის მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ.სთ იქნება, სვლის მარაგი კი დაახლოებით 241 კილომეტრი.
Toyota-ს ხელმძღვანელობის აზრით, იაპონური დიზაინი ავიაგადაზიდვების ბაზარს ძალიან მოუხდება. საჰაერო ტაქსი ბრენდის სამომავლო გეგმებში ყოველთვის შედიოდა და აი დადგა დრო როცა იაპონელები მზად არიან, რომ ავტოწარმოების პარალელურად ამ გეგმის შესრულებაც დაიწყონ. საჰაერო ტაქსი პირველ რიგში მეგაპოლისებზე და გადატვირთული მოძრაობის მქონე ქალაქებზე იქნება გათვლილი.
აღანიშნავია, რომ Toyota-ს კოლეგამ და კონკურენტმა Audi-მ მფრინავი ტაქსის შექმნის იდეაზე ცოტა ხნის წინ უარი თქვა და მიუხედავად იმისა რომ პირველი პროტოტიპი უკვე შექმნილიც იყო, ყველაფერი გააუქმა.