LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota აშშ–ს ჯარიმას – 180 მილიონ დოლარს გადაუხდის

51
25bf3a51d67f637ae4cca2ea16a2a36cd0a3c5f4

Toyota აშშ–ს ბიუჯეტში ჯარიმას – 180 მილიონ დოლარს ჩარიცხავს, მიზეზი კი სუფთა ჰაერის კანონის დარღვევა გახდა.

როგორც Reuters იტყობინება, ნიუ–იორკის შტატის პროკურორი ავტომწარმოებელს სუფთა ჰაერის შესახებ არსებული კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე ისაა, რომ Toyota გამონაბოლქვთან დაკავშირებით პრობლემებს არ აღიარებდა, ამიტომ შტატების ხელისუფლებისთვის 31 მარტამდე 180 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ კანონდარღვევა არ გულისხმობს იმას, რომ Toyota–მ მონაცემები გააყალბა, მას ბრალი ბიუროკრატიული ფორმალობების დარღვევისთვის ედება. იაპონელები საკითხს როგორც გაუგებრობას ისე აფასებენ და ყველაფერს დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს მიაწერენ.

სუფთა ჰაერის შესახებ კანონი ავტომწარმოებლებს ავალდებულებს, რომ დეფექტის არსებობის შემთხვევაში ხელისუფლებას ანგარიში წარუდგინონ. დეფექტად კი ის სიტუაცია ითვლება, როდესაც პრობლემა ერთი სამოდელო წლის 25 მოდელს მაინც აღმოაჩნდება. აშშ–ს გარემოს დაცვის სამმართველომ განაცხადა, რომ 2005 წლიდან 2015 წლამდე Toyota–ს არც ერთი ანგარიში არ აქვს წარდგენილი, რაც დაუშვებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები