LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორონტოს საჩემპიონო ზეიმზე სროლა ატეხეს, ორი დაიჭრა (ვიდეო)

105
2617276-54244230-2560-1440

უცნობებმა „ტორონტოს“ საჩემპიონო აღლუმის დროს სროლა ატეხეს. არიან დაშავებულები.

ნბა-ში ისტორიული ტრიუმფის აღსანიშნავად „ტორონტო რეპტორსის“ ზეიმი ჩააშხამეს: ვიღაც ტიპებმა ქალაქის ქუჩებში სროლა ატეხეს.

სულ მცირე ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა ზუსტად ისიც არ იციან, აღლუმის მონაწილეების მიმართულებით ისროდნენ თუ არა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ კი ორ დაკავებულზე გაავრცელა ცნობა, მათგან იარაღი ამოიღეს.

„ტორონტომ“ ნბა-ს ფინალურ სერიის ექვს მატჩში წინა ორი გათამაშების გამარჯვებული „გოლდენ სტეიტი“ დაამარცხა.

„რეპტორსისთვის“ ეს პირველი ტიტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები