LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტოპ გუნდების ახალი სეზონის ფორმები

256
FORTUNA.GE (3)

ევროპულ ფეხბურთში სეზონი კარგა ხნის დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ პანდემიის გადამკიდე გუნდებს ჯერ საკმარისად დარჩათ სათამაშო (გერმანიის გამოკლებით). მიუხედავად ამისა, კლუბები მომდევნო სეზონისკენაც იხედებიან და ტოპებმა ახალი სეზონის ახალი სათამაშო ფორმებიც კი გამოამზეურეს.

 

“მანჩესტერ იუნაიტედი”

საშინაო ფორმა აი ასე გამოიყურება.

 

“რეალი”

“სამეფო კლუბს” სტილისტური ცვილილება დიდად არ აქვს, სახელურზე ემატება ვარდისფერი.
საგარეო ფორმაც ლამაზია.

 

 

პსჟ

ძალიან გავს იმას 2011/12 წლებში რომ ქონდათ. განსხვავება ისაა, რომ ახალი სპონსორი და ემბლემა გულთან ახლოს იქნება და არა შუაში.

 

“იუვენტუსი”

საინტერესო ფორმაა. დიზაინი შეცვალეს. ჩვეულებრივი შავი ხაზების ნაცვლად გეგონება მხატვარს საღებავები დაეღვარაო.

 

“ატლეტიკო”

ფორმა ტრადიციებს არ ღალატობს, დიდი ცვლილებები არ არის, მაგრამ საკმაოდ კარგია.

 

“მანჩესტერ სიტი”

ცოტა უცნაურად გამოიყურება. ასეთი რამ “ქალაქელებს” ჯერ არ ქონიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები