LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოჩინოშინმა ზაფხულის ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა

49
tochinoshn

ტოკიოში გამართული ზაფხულის ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულა ლევან გორგაძემ.

ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ლევანმა ბაშოზე გამართული 15 ორთაბრძოლიდან 10 მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ბაშოს იგი გაუმჯობესებული რეიტინგით შეხვდება. ახალ ბანძუკეში ტოჩინოშინი მინიმუმ მე-6 მაეგაშირა იქნება, თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ მან უფრო წინ წაიწიოს და მე-4 ან სულაც მე-3 მაეგაშირა გახდეს. თუ ეპიდსიტუაცია ხელს არ შეუშლის, მომდევნო ბაშო სექტემბერში უნდა გაიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები