LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ მეორედი ავტომობილების გაყიდვა დაიწყო

141
teslanews1912

კომპანია Tesla მეორად ავტომობილებს გაყიდის. მანქანების მთელი ასორტიმენტი სპეციალურ საიტზეა წარმოდგენილი და მსურველებს არჩევანის გაკეთება – Model 3-ის, Model S-სა და Model X-ს ყველა ხაზს შორის შეუძლიათ.

როგორც მწარმოებელმა განაცხადა, ყველა ავტომობილი გაყიდვამდე მთელ რიგ პროცედურებს გადის და მათ 70 პარამეტრის მიხედვით ამოწმებენ. ავტომობილებს ან 100 ათასი მილი გარბენი და 2 წლიანი გარანტია, ან 50 ათასი მილი გარბენი და 4 წლიანი გარანტია მოყვებათ.

ჯერ-ჯერობით მეორადი „ტესლების“ შეძენა მხოლოდ სან-ფრანცისკოშია შესაძლებელია და სხვა რეგიონში ტრანსპორტირებისთვის თანხის დამატება გახდება საჭირო.

მეორადი „ტესლას“ ღირებულება ახალზე 10-15%-ით უფრო ნაკლებია. მაგალითად, Model 3-ის ტოპ-ვერსია 40 ათასი ევრო ღირს, როცა ამ ფასად მხოლოდ საბაზისო ელექტრომობილის შეძენა თუა შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები