LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla–მ ლაზერის მინის საწმენდები დააპატენტა

26
c84f3a22ad1ee5b123f52d57d1caff0610830a0c

ამერიკულმა კომპანიამ უახლესი ტექნოლოგია, „ლაზერის მინის საწმენდები“ დააპატენტა. სიახლე ტრადიციული მინის საწმენდის ალტერნატივაა, ლაზერს ჭუჭყისა და წყლის აორთქლება მარტივად შეუძლია. თანაც ტექნოლოგია არამხოლოდ საქარე, არამედ გვერდითი ფანჯრებისთვისაც გამოდგება.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „ტესლა“ სიახლეზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. თუკი სპეციალური სენსორი მინაზე ჭუჭყს ან წყალს შეამჩნევს, ტრადიციული საწმენდის ნაცვლად იმპულსური ლაზერი ამუშავდება და ყველაფერს მოაგვარებს. ლაზერის სხივები მინის შიგნით არ აღწევს, ამიტომ მგზავრებისთვის საფრთხესაც არ წარმოადგენს.

ლაზერს რადარების, კამერების და მზის პანელების ზედაპირის გასუფთავებაც შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები