LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla ახალ ქარხანას ევროპის შუაგულში ააშენებს

87
tesla-news2323232112

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა სამომავლო გეგმები გაამხილა. მილიონერი გეგმავს, რომ ელექტროქარების წარმოება გერმანიის დედაქალაქში გადაამისამართოს. გეგმის მიხედვით, ახალი ქარხანა 2021 წლისთვის მზად უნდა იყოს და პირველი მოდელი რომელიც კონვეიერიდან ჩამოვა – Model Y გახდება.

მწარმოებელმა ახალი ქარხნისთვის ადგილი აეროპორტის სიახლოვეს შეარჩია. თუკი პროექტის რეალიზება დაიწყება, გერმანული ობიექტი ამერიკული ბრენდის მიერ ევროპაში გახსნილი მეორე პუნქტი გახდება. პირველი ქარხანა უკვე მეექვსე წელია რაც ჰოლანდიაში წარმატებით ფუნქციონირებს.

„ტესლას“ სულისჩამდგმელმა ახალი წამოწყების შესახებ განცხადება ჩინური ქარხნის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. მისი აზრით, გერმანული წარმოება კლიენტებს მეტ კომფორტს შეუქმნის. გარდა იმისა რომ ელექტროქარები ევროპელ ავტომოყვარულებთან უფრო მალე მოხვდებიან, მათი ღირებულებაც უფრო ნაკლები იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები