LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტინგი სტადიონს რონალდოს სახელს არქმევს

133
skysport-de-ronaldo-stadion-4802814

ლისაბონის „სპორტინგის“ სტადიონს შესაძლოა ამ კლუბის აღზრდილისა და პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის კრიშტიანო რონალდოს სახელი ეწოდოს.

„ამ იდეას დიდხანს არ გადავდებთ, რადგან ამაყი ვიქნებით თუ მის სახელთან ვიქნებით დაკავშირებული. კრიშტიანო იყო და იქნება ჩვენი კლუბის უდიადესი სიმბოლო. ჩვენი ახალგაზრდული აკადემიის კედელზე მისი ციტატა კიდია თავგანწირვაზე, დისციპლინაზე, ლიდერობასა და შეუპოვრობაზე.

კრიშტიანო – პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია“, – ციტირებს Tuttosport „სპორტინგის“ პრეზიდენტის ფრედერიკ ვარანდაშის სიტყვებს.

რონალდომ კარიერა „სპორტინგში“ დაიწყო და ლისაბონურ კლუბში გამოდიოდა 2003 წელს „მანჩესტერში“ გადასვლამდე.

„სპორტინგის“ შემადგენლობაში კრიშტიანოს პორტუგალიის სუპერთასი აქვს მოგებული.

შეგახსენებთ, რომ მადეირას აეროპორტი რონალდოს სახელს ატარებს.

მადეირაზე ყველაფერი რონალდოა: კრიშტიანო სახლის კედელზე ასახეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები