LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინგაპური უპილოტო ტრანსპორტზე გადასასვლელად ყველაზე მეტად არის მზად

72
singaprcars

ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი და დანია ლიდერობენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მზად არიან რომ უპილოტო ტრანსპორტი მიიღონ. ლიდერთა ათეულში ნიდერლანდებმა მეორე ადგილი დაიკავა, ფინეთმა მე–5, შვედეთმა მე–6, ხოლო დანიამ მე–10.

პირველ პოზიციაზე სინგაპური გავიდა, მესამე ადგილს დასჯერდა – აშშ. მთლიანობაში კვლევაში მსოფლიოს 30 ქვეყანა მონაწილეობდა.

ექსპერტებმა ქვეყნები 28 პარამეტრის გათვალისწინებით შეაფასეს და ოთხ ჯგუფში გააერთიანეს: ტექნოლოგიები და ინოვაციები, საკანონმდებლო სისტემისთვის მზაობა, ინფრასტრუქტურა, ასევე საზოგადოების დამოკიდებულება და ავტოპილოტის მიღების სურვილი.

აღნიშნულ რეიტინგს ანალიტიკური კომპანია KPMG ჯერ კიდევ 2018 წლიდან ადგენს. სულ პირველ კვლევაში გამარჯვებული ნიდერლანდები გახდა და სინგაპურმა მას სხვადასხვა რეფორმების დამსახურებით აჯობა. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში 2022 წლიდან უპილოტო ავტობუსისთვის სამ ზონას გამოყოფენ და კანონმდებლობაშიც ცვლილებები შეიტანეს.

ზოგადი ინფრასტრუქტურის კუთხით ლიდერი კვლავ ნიდერლანდებია. მხოლოდ 2019 წელს ნიდერლანდებში 60 ულტრათანამედროვე საგზაო ზონა გაჩნდა. ასეთ ზონებში უპილოტო ავტომობილებს საჭირო ინფორმაციის მიღება Wi-Fi–ს საშუალებით შეუძლიათ, რაც ბევრად უფრო სანდოა.

აღსანიშნავია, რომ უპილოტო ტრანსპორტი სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ვითარდება. მაგალითად, კოპენჰაგენში მოძრაობს უპილოტო ავტობუსი, რომლით გასეირნებაც უფასოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები