LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”: დავით ხახალეიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

199
138811264-4094458213906535-2715842974024403654-n

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი, ლეგენდარული ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი დღეს, გამთენიისას, ჩამოასვენეს. მას ძიუდოს ნაკრების მოჭიდავეები დახვდნენ.

“სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება ინდივიდუალური წარმატების. ერი თუ ბერი, ქალი თუ კაცი, ოპოზიცია თუ პოზიცია, უნდა გავერთიანდეთ, დავდგეთ პიროვნულ ინტერესებზე მაღლა და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის.
ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვების ისტორიას.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია
დავით ხახალეიშვილი
ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი” – წერია ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე.

2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ხა­ხა­ლე­იშ­ვილს და­უდ­გინ­და გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, დე­კემ­ბერ­ში კი მინ­სკში გუ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რო­მელ­მაც კარ­გად ჩა­ი­ა­რა და რო­გორც ბე­ლა­რუ­სი ექი­მე­ბი აცხა­დებ­დნენ, მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო, ორ­გა­ნიზ­მმა ახა­ლი გუ­ლი მი­ი­ღო.

ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი მინ­სკის კლი­ნი­კა­ში 27 ნო­ემ­ბერს მო­ა­თავ­სეს, ოპე­რა­ცია 3 დე­კემ­ბერს, ღა­მით და­ი­წყო და 11 სა­ა­თი გაგ­რძელ­და.

და­ვით ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი 1992 წლის ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს 2-გზის ვერ­ცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი (1993, 1995), ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (1993, 1996) და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი გახ­ლდათ.

მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნი 2018 წელს. ასე­ვე – სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ორ­დე­ნი 2003 წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები