LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა

308
120101923-689351881677893-5383512135946030511-n

უზბეკური გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და “ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე მედიასაშუალების ინფორმაციით, არველაძე ამჟამად თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, სადაც ის ორ კვირას გაატარებს და შესაბამის მკურნალობას გაივლის.

დღეს 23 სექტემბერს “ფახთაქორს” აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელობანი თამაში აქვს, სადაც გუნდი, ირანის “შაჰრი ხოდრუს” დაუპირისპირდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის დადგენამდე, არველაძემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო ფორვარდს ასთმა აწუხებს, რაც დამატებით საშიშროებას ქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები