LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუდარებელი, შეუჩერებელი, მამაცი: ჯორჯინამ რონალდო საოცარი სიტყვებით გაამხნევა

133
2678742-55397150-2560-1440

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს ცოლმა ჯორჯინა როდრიგესმა თავის საამაყო კაცს მხარდაჭერი სიტყვებით მიმართა.

„შეუდარებელი, შეუჩერებელი, მამაცი. არის სტატისტიკა და ტიტულები და ყველგან შენ ხარ – გმირი საუკეთესო შედეგებით. მაგალითად: ერთა ლიგა, იტალიის თასი, სერია ა, სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი. მაგრამ საბედნიეროდ არც ჯილდოები არც ტიტულები ადამიანზე არ ქმნის სრულ სურათს, თუნდაც ის ასე ბევრი იყოს.

რაც ყველაზე უკეთ საუბრობს შენზე და გახასიათებს, ეს შენ თვითონ ხარ, შენი ვნება, შენი მიზანსწრაფვა, შენი მომბაძველები, შენ ხომ მილიონობით ადამიანს აღაფრთოვანებ.

შენ არ გეშინია გამოცდის, შენ ტოვებ კომფორტის ზონას და განაგრძობ საკუთარი თავის გადალახვას, რათა ისევ აჩვენო სამყაროს, როგორია იყო ნომერი 1. მე შენ მიყვარხარ“, – დაწერა ჯორჯინამ ინსტაგრამზე.

2 დეკემბერს რონალდომ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო. პარალელურად ლიონელ მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო და 5 ჯილდოს მქონე კრიშტიანოს გადაასწრო.

 

სანამ მესი ოქროს ბურთს იგებდა, რონალდო იტალიაში დააფასეს – ფაქტები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები