LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი პარასკევი: იტალიაში სკანდალი აგორდა, მესი დერეფანში გაატარეს – ამბები მოკლედ (ფოტო)

103
download

ლონდონის „არსენალი“ 9 მატჩია ვერ იგებს პირველად 42 წლის განმავლობაში.

„ბორუსიამ“ შესაძლოა ჰოლანდი იყიდოს იანვარში 20 მილიონ ევროდ.

ალეგრი ფეხბურთში დაბრუნებაზე: „ივნისში. ინგლისურს ვსწავლობ, ვკითხულობ, თეატრში და გამოფენებზე დავდივარ“.

„ბაიერნს“ სურს ტენ ჰაგი დანიშნოს ზაფხულში. ტუხელი არ არის ძირითადი კანდიდატი.

დევიდ მოიესი „ევერტონის“ მწვრთნელობის მთავარი ფავორიტია. მარკო სილვა „ლივერპულთან“ წაგების მერე გაუშვეს.

ლეო მესის „ბარსაში“ თანაგუნდელებმა დერეფანი მოუწყვეს „ოქროს ბურთის“ მიღების აღსანიშნავად.

მესი მე-6 „ოქროს ბურთს“ „მალიორკასთან“ მატჩის წინ აჩვენებს.

„ატლეტიკოს“ სურს კავანი წაიყვანის და უკვე ეკონტაქტა მოთამაშეს.

„მანჩესტერმა“ აუკრძალა Amazon-ს „ოლდ ტრაფორდზე“ გადაიღოს სტუმრების გასახდელი „ტოტენჰემის“ შესახებ ფილმში.

ვან მარვეიკი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების მწვრთნელობიდან დაითხოვეს.

მბაპე პსჟ-ს ისტორიაში კლუბის ტოპ 10 ბომბარდირში.

პსჟ „რეალთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს მბაპეს ტრანსფერზე, თუ გარიგებაში ვინისიუსს ჩართავს.

ფლორენტინო პერესი მზადაა პოგბაში მხოლოდ 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

იტალიაში სკანდალია. პოპულარული Corriere dello Sport გარეკანზე წარწერით „შავი პარასკევი“ გამოვიდა და თან ლუკაკუ და სმოლინგი დახატა. ყველა რასიზმზე ალაპარაკდა, გაზეთი კი ამბობს, რომ მოთამაშეებით ამაყობს. ტურის მთავარი მატჩი სწორედ დღეს, პარასკევსაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები