LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავსემთვარეობაზე არა მხოლოდ ფსიქიკური დაავადებები მწვავდება, არამედ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც ძლიერდება – „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად”

5541
მიხეილ ცაგარელი

9 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ავტორმა და წამყვანმა, ბატონმა მიხეილმა კვირის მთვარი ასტროლოგიური მოვლენები მიმოიხილა და მსმენელის შეკითხვებს უპასუხა.

სავსემთვარეობა 

12 ნოემბერი სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მეტად მძიმე დღეა, რადგან მზის და მთვარის, მორიელის და კუროს ზოდიაქალურ ხაზზე დაპირისპირება მაქსიმალურად გაზრდის ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობას. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმის დაწყება და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გარკვევა, უმჯობესია კოსმიური გამოცდის დღე მშვიდად და მაქსიმალური სიფრთხილით გაიაროთ.

აღსანიშნავია, რომ სავსემთვარეობაზე არა მხოლოდ ფსიქიური დაავადებები მწვავდება, არამედ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც ძლიერდება.

მორიელის ზოდიაქოს ნიშანი 

მზე მორიელის ზოდიაქოს ნიშანს გადის, ამიტომ ახლა სწორედ მისი პერიოდია. საკმაოდ რთულ მორიელს, რომელსაც მარსი და პლუტონი მართავს, დადებითი თვისებებიც მრავლად აქვს და უარყოფითიც. პლუტონი – სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციის პლანეტაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მორიელი სექსის მეფედ ითვლება და ერთადერთი ნიშანია, რომელიც ინტიმური ურთიერთობისას არა იცლება, არამედ ივსება ენერგიით. მართალია, ბევრი მას გარყვნილად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ის უძლიერესი სექსუალური პოტენციალის მატარებელია.

არნახული ინტუიციის მფლობელ მორიელი არა მხოლოდ სიკვდილს წინასწარმეტყველებს, არამედ მის სუნსაც გრძნობს, უშეცდომოდ შეუძლია ნეგატიური ენერგიის და სახიფათო ადამიანის ამოცნობა. წყლის სტიქიის მორიელი, რომლის საუკეთესო თერაპია წყალია, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნიშანია, ძალიან უყვარს საიდუმლოებები და რადგან ახლა სწორედ მისი პერიოდია, ყველას გეგმების, ჩანაფიქრის გასაიდუმლოება მოუწევს, რადგან გამხელის შემთხვევაში პრობლემებს ვერ ასცდება.

გველმჭერის თანავარსკვლავედი 

მოსაზრება, თითქოს გველმჭერი ზოდიაქოს მე-13 ნიშნანია – მცდარია, რადგან სინამდვილეში ის, მხოლოდ თანავარსკვლავედია, რომელიც მორიელის ბოლო შვიდ გრადუსს გადის და მშვილდოსნის პირველ შვიდ გრადუსს ემთხვევა. სწორედ ამ პერიოდში (16-30 ნოემბერი) დაბადებულ ადამიანზე ახდენს განსაკუთრებულ გავლენას გველმჭერის თანავარსკვლავედი, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ის მორიელი ზოდიაქოს ნიშანის მატარებელია.

მართალია, ამ პერიოდში დაბადებული განსაკუთრებული გამბედაობით და სითამამით გამოირჩევა, მაგრამ მთელი ცხოვრება კოსმოსის გამოცდების ჩაბარება, მუდმივი ბრძოლა და ბარიერების დაძლევა უწევს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის ნებისყოფას და არც შავ მაგიასაც უფრთხის, რადგან სხებზე უკეთ უმკლავდება მის ნეგატიურ ენერგიას.

აღსანიშნავია, რომ 16 ნოემბრიდან აუცილებლად შეიცვლება ამინდი და საგრძნობლად აცივდება, კოსმოსი კი, განურჩევლად ყველას შეახსენებს განვლილ წელს და მის შეჯამებას, ერთგვარი „დასკვნითი გამოცდის“ ჩაბარებას აიძულებს, ამიტომ ნურავის გაუკვირდება შეუძლოდ ყოფნა, მოულოდნელად კონფლიქტში გაბმა, სამსახურის დაკარგვა და სხვა უსიამოვნებები, რადგან სწორედ ეს იქნება კოსმოსის პასუხი მის არასწორ მოქმედებასა და წლის მანძილზე დაშვებულ შეცდომებზე, საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები კი, მხოლოდ მას ელის, ვინც მაქსიმალურად ზრუნავდა სულიერ ზრდაზე, სწორად ცხოვრობდა და იცავდა კოსმიურ ბალანსს.

პოზიტიური კვირა 

12 ნოემბრის გამოკლებით, კვირა მეტად პოზიტიური იქნება, რადგან დედამიწა დადებით ენერგოველში გადავა და სიტუაციაც ეტაპობრივად გაუმჯობესდება. შესაძლებელი იქნება იდეების რეალიზაცია და სამომავლო გეგმების დასახვა, საქმიანი, პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება და ბიზნესშანსების წარმატებით გამოყენება.

მსმენელის შეკითხვები 

გიშრის ქვა და ზოდიაქოს ნიშნები – ზოგადად, გიშერი ანუ შავი გაგატი – ამულეტი, ნეგატიური ენერგიისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან საკუთარ თავზე იღებს ბოროტ თვალს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გიშრის, რომელიც თევზების ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნება ტარება ყველას არ შეუძლია. ადამიანს, რომლსაც შავი მთვარე ანუ სატანის მოციქული – ლილიტი თევზების ზოდიაქოს ნიშანში აქვს,  კატეგორიულად ეკრძალება ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვების – მარგალიტის, ალექსანდრიტის, მარჯნის, ამეთვისტოს და გიშრის ტარება, რადგან დაცვის ნაცვლად მხოლოდ ნეგატიურ ენერგიას მიიზიდავს.

ოქროს ენერგია 

მართალია, ოქროს ნაკეთობის ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდა მარილიან წყალში 2-3 საათით მოთავსებით შეიძლება, მაგრამ ამგვარი მეთოდი ყოველთვის არ ამართლებს, რადგან ოქროს ძალიან კარგი „მეხსიერება“ და ძველი ენერგეტიკის დიდი ხნით ტარების უნარი აქვს. არ ღირს ონკოლოგიური ავადმყოფის ან ნაკლებად წარმატებული ადამიანის ოქროს სამკაულის ტარება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიური ენერგიით იქნება დატვირთული. კატეგორიულად ეკრძალებათ ოქროთი დამშვენება მას, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, უმჯობესია ვერცხლის სამშვენისი მოიხდინოს, რომელსაც წნევის დაწევა შეუძლია.

კარმული წლები 

ადამიანი დაბადებისთანავე შედის კარმულ ზონაში და 16-18 წლიდან დაწყებული ყოველ 10 წელიწადში გადის კოსმიურ გამოცდას. თუმცა არსებობს სხვა (21, 29-30, 41-42, 45, 51-52, 54 და 63) შუალედური კარმული წლები, როცა სწორად ცხოვრების შემთხვევაში კოსმოსისგან საჩუქრდება, ბალანსის დარღვევისას კი, ერთგვარ სასჯელს ღებულობს მინიშნების სახით, რომ შეცდომები აქვს გამოსაწორებელი.

ქალწულის პარტნიორობა სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან –

რა თქმა უნდა, ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან ჰარმონიული ურთიერთობის დასადგენად, პირადი ჰოროსკოპის გაცნობაა საჭირო, მაგრამ ზოგადად, ქალწულს  კურსთან და კირჩხიბთან, მორიელთან და თხის რქასთან აქვს ჰარმონიული ურთიერთობა, ძალიან ჭირს ტყუპებთან და მშვილდოსანთან საერთო ენის მოძიება, თევზებთან კი, ან იდეალურად ცხოვრობს ან პირიქით, მუდმივ ომშია.

პროგნოზი წლის ბოლომდე ვერძისთვის 

კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, თუმცა დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არც ჯანმრთელობის დავიწყება ღირს, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების ალბათობა. პრაქტიკულად იდეალური პერიოდი იწყება 22 ნოემბერს, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

პროგნოზი წლის ბოლომდე კირჩხიბისთვის 

კირჩხიბს ახლა აქვს საუკეთესო პერიოდი, როცა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყველა დადებითი შანსი, რადგან დეკემბერი და მთელი მომავალი წელი ნაკლებად შედეგიანი იქნება.

პროგნოზი წლის ბოლომდე მშვილდოსნისთვის 

მართალია, მშვილდოსნისთვის ახლა საკმაოდ მძიმე პერიოდია, რადგან საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ემოციური არასტაბილურობა და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, მაგრამ 22 ნოემბერს, როცა მზე ერთი თვით მის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, სიტუაციაც  დადებითად შეიცვლება.

მომავალი წლის პროგნოზი ლომისთვის 

ლომისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება მომავალი წლის პირველი ნახევარი. აპრილის თვიდან კი, როცა თეთრი მთვარე ანუ მფარველი ანგელოზი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, პრობლემებიც მოიმატებს, ამიტომ უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი საქმე მანამდე შეასრულოს.

599915238 – მიხეილ ცაგარელი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები