LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშო Rolls-Royce ნამდვილი „კოროლას“ ფასად იყიდება

124
bntlnewsmay25

კომპანია Rolls-Royce-მა სათამაშო კროსოვერი Cullinan გამოუშვა. მაქსიმალურად დეტალიზებული მოდელი 1:8 მასშტაბითაა შესრულებული და Rolls-Royce–ის სპეციალისტებმა მის აწყობაზე 450 საათი დახარჯეს. ღირებულებაც შრომის შესაბამისი – 27 ათასი დოლარია. შედარებისთვის ამ ფასად შტატებში ნამდვილი Toyota Corolla–ს ყიდვაა შესაძლებელი.

მწარმოებლის აზრით, სათამაშო Cullinan ხელოვნების ნიმუშია და ის მთლიანად ხელითაა აწყობილი.

დამკვეთს კროსოვერის დეტალების ინდივიდუალურად შერჩევაც შეუძლია, ეს შეეხება ინტერიერს, დასამზადებელ მასალას, სალონს და ა.შ.

მაქსიმალურად დეტალიზებული კროსოვერის კაპოტის ქვეშ V12 ძრავის ზუსტი ასლი დააყენეს, სათამაშო კარებებში მინიატურული ქოლგების ჩადებაც არ დავიწყებიათ, ასე რომ სამუშოები ნამდვილად შთამბეჭდავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები