LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ფეხბურთი გაჩერდა: ფედერაციამ აპრილამდე ყველაფერი შეაჩერა

87
KJR-8722

კორონავირუსმა სპორტიც დააზარალა. მსოფლიო მასშტაბით უამრავი სახეობა და ტურნირი გადაიდო, მათ შორის პრობლემები შეექმნა ფეხბურთს და ყველაზე დიდ ტურნირებს. იტალიის პირველობა შეჩერებულია, ჩემპიონთა ლიგის მატჩები უმაყურებლოდ ტარდება.
კორონავირუსის საფრთხეს გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც და საქართველოში ეროვნული პირველობის მატჩები აპრილამდე აღარ გაიმართება.

აი სფფ-ს განცხადება:

მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

 

მოგეხსენებათ, 26 მარტს (და მერე იმედია 31 მარტსაც) საქართველოს ნაკრებს ეპოქალური მატჩი ელოდება ბელარუსთან. ჯერჯერობით ამ ამაშთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის, თუმცა თუ ასე გაგრძელდა ნამდვილად არ იქნება გამორიცხული, მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბელარუსის თამაშის ყველა ბილეთი დიდი ხნის გაყიდულია. საქართველოს ნაკრებს კი ისტორიული შანსი აქვს მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე, თუ ერთა ლიგის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩებს დაძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები