LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ არასრულად დაიწყო: ჯერ უხერხული, მერე სუსტი

120
KJR-7729

ევროპაში სანაკრებო პაუზა დადგა. საქართველოს ნაკრებს ორი თამაში უწევს. ჯერ ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქესთან, მერე კი ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდთან.

ჩვენი ნაკრები არასრული შემადგენლობით უკვე შეიკრიბა. 7 ოქტომბერს, “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით თოთხმეტმა ფეხბურთელმა ივარჯიშა:

გიორგი ლორია , გიორგი მაკარიძე, ლაზარე კუპატაძე, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა , ჯიმი ტაბიძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა, საბა ლობჟანიძე, გიორგი აბურჯანია, თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, ლევან შენგელია, ელგუჯა ლობჯანიძე.

ლეგიონერები, რომლებსაც საკლუბო მატჩები 6 ოქტომბერს ჰქონდათ, გუნდს დღევანდელ ვარჯიშზე შეურთდებიან. ხოლო MLS-ის ქართველი ლეგიონერები, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია საწვრთნელ პროცესში 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. შემადგენლობას  ტრავმის გამო ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოაკლდა.

ირლანდიასთან და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრებში ამ დროისთვის 23 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

12 ოქტომბერი
საქართველო – ირლანდია 17:00

15 ოქტომბერი
გიბრალტარი – საქართველო 22:45

 

ვაისმა შემადგენლობა ჩამოწერა: პატარები პატარებს დაუთმეს

 

საქართველო ირლანდიის მატჩის ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები