LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგვიმართლა: საქართველო ერთა ლიგის ფინალს თბილისში ითამაშებს

110
NAKREBI

საქართველოს ნაკრებს მარტში ყველა დროის მთავარი მატჩები ელოდება. ერთა ლიგის ორი შეხვედრა გადაწყვეტს მოხვდება თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. პირველი თამაში 26 მარტს შინ გველოდება ბელარუსთან. ფინალს კი კოსოვოსა და ჩრდ მაკედონიას წყვილს შორის გამარჯვებულთან ვითამაშებთ. ეს შეხვედრა სკოპიეში გაიმართება. გასარკვევი რჩებოდა ერთადერთი რამ – სად შედგებოდა ფინალური მატჩი, ჩვენთან თუ მეტოქის მოედანზე.

უეფამ კენჭისყრა ჩაატარა და გაირკვა, რომ

საქართველოს ნაკრები ფინალში გასვლის შემთხვევაში გადამწყვეტ მატჩს თბილისში ითამაშებს

და მართლაც რომ მშვენიერი შანსი გვაქვს ისტორიაში პირველად მოვხვდეთ დიდი ტურნირის დასკვნით ეტაპზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები