LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Salt Bae-ს ვარსკვლავური სადილი, რომელშიც „მდიდარი და სულელი“ მომხმარებლები 37 ათას ევროს იხდიან

117
NusrEtRestaurant-SaltBae-NusretGo-kc-e-SteakSalting-0926-SELECT.0

ნურსეტ გიოკჩეს, იგივე „Salt Bae”-ს ლონდონურ რესტორანში ერთ-ერთმა მომხმარებელმა 37 ათასი ფუნტი სტერლინგი დატოვა.
ცნობილი თურქი ყასაბის და მზარეულის პოპულარობა მის არტისტულობას უკავშირდება. არტისტულობას, რომლის დამსახურებითაც თურქს ინსტაგრამზე 38 მილიონი გამომწერი ჰყავს და მილიონები არც დოლარებში აკლია.

მისი რესტორნის ერთ-ერთმა სტუმარმა ინტერნეტში ქვითარი გამოაქვეყნა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია. სადილის ღირებულებამ 37 023 ფუნტი სტერლინგი შეადგინა და აქედან 4 829 ფუნტი მომსახურების თანხაა.

პოსტს ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოყვა. კრიტიკოსებმა თურქი მზარეული ძარცვაში დაადანაშაულეს, მის მომხმარებლებს კი „მდიდარი იდიოტები“ უწოდეს.

მიუხედავად უამრავი ნეგატიური შეფასებისა, Salt bae-ზე მოთხოვნა მაინც არ მცირდება. ყასაბს უკვე 17 რესტორანი აქვს და ცნობილ სახეებსაც ძალიან ხშირად მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები