ორი ლივერპულელი ბიჭი, 11 წლის ლუი ფაულერი და მისი 10 წლის ძმა აიზეკი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს მელვუდის ბაზაზე ელოდებოდნენ. როდესაც სალაჰის მანქანა დაინახეს, ლუი მას გამოეკიდა, მაგრამ შემთხვევით ბოძს შეეჯახა და ცხვირი გაიტეხა.

სალაჰმა დაინახა რაც მოხდა და მაშინვე გადავიდა მანქანიდან. ეგვიპტელმა ბავშვებს არც ფოტოზე უთხრა უარი და ავტოგრაფიანი მაისურიც უსახსოვრა.

ბიჭების მშობელმა ფეხბურთელს სოცქსელებით მადლობა უთხრა.

„მადლობა მო, რომ დაბრუნდი გაგეგო ბავშები როგორ იყვნენ. ლუის ის უყვარხარ, რომ ტკივილი მაშინვე გაუქრა, როგორც კი ჩაეხუტე“.

მსგავსი თემები