LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საიდან აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მდიდრული Mercedes-ები

164
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-190716040249-mercedes-kim-jong-un

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანაა და მის საზღვრებში მოხვედრა საკმაოდ რთულია. მაშინ როცა ადგილობრივ მოსახლეობას ძვირადღირებულ ნივთებზე ოცნებაც კი ეკრძალება, მათი ლიდერი სრულ ფუფუნებაში ცხოვრობს. კიმი არც ძვირადღირებულ ავტომობილებს იკლებს და სპეციალისტებიც მათი წარმომავლობით დაინტერესდნენ.

აღმოჩნდა, რომ პირველი პირისთვის საზღვრები არც თუ ისე დაკეტილია. მაგალითად, 2018 წელს ორი ბრონირებული Mercedes-Maybach S600 Guard სპეციალურად კიმისთვის ჰოლანდიიდან, ქალაქ როტერდამიდან გემით გაიგზავნა. ავტომობილებმა დანიშნულების ადგილამდე ჩასაღწევად 6 ქვეყანა გაიარეს. ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და რუსეთში გაჩერების შემდეგ კი მილიონ დოლარად შეფასებული მოდელები ჩრდილოეთ კორეაში გაფრინდნენ.

შეგახსენებთ, რომ კიმი გასულ წელს Rolls –Royce-შიც შეამჩნიეს და სავარაუდოდ, ამ ავტომობილმაც იგივე გზა გაიარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები