საფრანგეთში იპოვეს 81 ავტომობილი და მათ შორის იყო ისეთი უნიკალური და ძვირფასი მოდელები, როგორიცაა მაგალითად Lamborghini Miura P400 და პირველი თაობის Jaguar E-Type. ყველა ავტომობილი სულ მალე აუქციონზე გამოიფინება.
კოლექციის დიდი ნაწილი 1960-იან და 1970-იან წლებშია გამოშვებული, თუმცა არის ისეთი მოდელებიც რომლებიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისშია აწყობილი. მათ შორის აღსანიშნავია, მაგალითად ფრანგული ბრენდის Rolland-Pilain-ის 1905 წლის კაბრიოლეტი.
თუმცა, ავტომოყვარულები ყველაზე მეტად მაინც Lamborghini Miura P400-მ მოხიბლა. 1968 წლის მოდელი არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია შენახული, მას ორიგინალი ძრავი 3,9 ლიტრის მოცულობის V12 აქვს და მისი გარბენი 77 886 კილომეტრია. სპორტქარის გაყიდვა 400 000-დან 600 000 ევრომდე იგეგმება. რაც შეეხება Jaguar E-Type-ის კუპეს, ის ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაშია შენარჩუნებული ამიტომ დაახლოებით 10-ჯერ უფრო ნაკლები ეღირება.
–