LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად არის გვარდიოლა პატარა კაცი – ამბები მოკლედ

84
download

„იუვენტუსი“ მზადაა იგუანი „რომაში“ გაუშვას იჯარით.

„პორტო“ და „ბენფიკა“ „იუვენტუსის“ მეკარე პერინიზე აცხადებენ პრეტენზიას.

„ლიონს“ სურს ფეკირის გაყიდვით 30 მლნ ევრო აიღოს.

„ჩელსიმ“ გაუშვა კალასი „ბრისტოლში“. დღევანდელი შემადგენლობიდან ის ყველაზე დიდი ხანია ამ გუნდშია – 9 წელი.

„ბაიერნი“ დაინტერესებულია დემბელეთი. სალიჰამიჯიჩი აქტიურ მოლაპარაკებებს დაიწყებს მას შემდეგ, რაც „ბარსაში“ ნეიმარი და გრიზმანი გადავლენ.

„საუთჰემპტონმა“ 18 მლნ ფუნტად „ლივერპულიდან“ ინგზი გამოისყიდა. ასევე იყიდა ჩე ადამსი „ბირმინგემიდან“.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ „ბარსელონას“ 19 წლის აღზრდილი მორეა გაიფორმა.

ალისონმა „ლივერპულში“ პირველი ნომერი აიღო.

„იუვენტუსმა“ ადრიან რაბიოს გადასვლაზე გამოაცხადა. ფრანგი იტალიის ჩემპიონში თავისუფალ აგენტად მივიდა.

„არსენალმა“ 40 მლნ ფუნტი შეთავაზა საა სანაცვლოდ. „კრისტალ პალასს“ 80 მლნ უნდა.

„ჩელსიმ“ მატეო კოვაჩიჩი გამოისყიდა „რეალიდან“

პეპ გვარდიოლა: „ენფილდზე თავს პატარად გრძნობ. ამ სტადიონს რაღაც ისეთი აქვს, რაც სხვაგან არსად არ არის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები