LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში ავტობუსის ბილეთს პლასტმასის ბოთლებში ცვლიან

47
Capture

ამიერიდან რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გადახდა პლასტმასის ბოთლებით იქნება შესაძლებელი. გამოცემა Romania insider-ის ინფორმაციით, სულ რაღაც 15 ბოთლის სანაცვლოდ ორივე გზის ბილეთს იძლევიან.

ბოთლების შესაგროვებლად ქალაქში სპეციალური მოწყობილობა დააყენეს. ეს მოწყობილობა გასცემს ვაუჩერს, რომელიც შემდეგ ნებისმიერ ჯიხურში ბილეთზე იცვლება.

კლუჟ-ნაპოკა საინტერესო პროექტების დამსახურებით აქამდეც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქალაქში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ადგილობრივებს ჯანსაღი და ეკოლოგიური ცხოვრების მეტი მოტივაცია მისცენ. მაგალითად, 2020 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთს 20 ჩაჯდომის სანაცვლოდ იძლეოდნენ.

გარდა ამისა, გასულ წელს კლუჟელებს ყოველ პარასკევს ავტობუსით გადაადგილება უფასოდ შეეძლოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები