LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოსთან უფრო ხშირად მეძინა, ვიდრე ცოლთან – ამბები მოკლედ

126
GettyImages-1175098686

ბელგიის ნაკრები ევრო 2020-ზე ოფიციალურად გავიდა.

რომელუ ლუკაკუმ ბელგიის ნაკრებში 50-ე და 51-ე გოლები გაიტანა. ის საუკეთესო ბომბარდირია გუნდის ისტორიაში.

დეპაიმ 12 ქულა მოიპოვა გოლი+პასის სისტემით (6+6) და ევროპის შესარჩევის ლიდერია.

20 წლის დე ლიგტი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც 20 მატჩი ითამაშა ნიდერლანდების ნაკრებში.

რობერტ ლევანდოვსკიმ ლატვიასთან ჰეთ-თრიქი შეასრულა. პოლონელმა ზედიზედ მე-7 მატჩში გაიტანა, მის ანგარიშზე სეზონის 14 შეხვედრაში 18 გოლია.

პიერლუიჯი კოლინა: „VAR-თან გოლის აღნიშვნა ორჯერ შეიძლება: როდესაც იტან და დადასტურების შემდეგ“.

რობერტო კარლოსი: „რონალდოსთან უფრო ხშირად მეძინა, ვიდრე ცოლთან“.

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი კაფუ ეჭვმიტანილია ბრაზილიის უმსხვილესი დამნაშავეთა დაჯგუფებასთან კავშირში.

სერხიო რამოსს სურს ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2020 წლის ოლიმპიადაზე ითამაშოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები