LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს მწვრთნელი აბრაზებს, სიტის ლივერპული – ამბები მოკლედ

43
74235530-10158462361267573-1260564792477745152-o

მაურისიო სარიმ ისევ შეცვალა რონალდო, პორტუგალიელმა ისევ არ ჩამოართვა ხელი და გასახდელში შევარდა. სტადიონი კი თამაშის დასრულებამდე დატოვა.

სარი: „ის შეცვლით გაწბილებული რომ არ ყოფილიყო, ეს უფრო შემაშფოთებდა“.

სარის „იუვენტუსმა“ სერია ა-ში 10 მატჩიდან 9-ში ერთბურთიანი უპირატესობით მოიგო.

„მილანი“ პირველი კლუბია, რომელმაც „იუვენტუსთან“ 9 მატჩი წააგო „ალიანს სთედიუმზე“.

გონსალო იგუაინი ახლოს არის „იუვესთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან.

„სიეტლი“ მეორედ გახდა MLS-ის ჩემპიონი, რომელმაც ფინალში „ტორონტო“ დაამარცხა.

La Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტი: „მოურინიო „ბაიერნისგან“ კონტრაქტს 2022 წლამდე ითხოვს“.

El Tiempo: ხამესმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა, რჩევა კი რონალდომ მისცა.

ფრენკ ლემპარდი ოქტომბერში პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელია.

„არსენალი“ ლუის ენრიკეს განიხილავს ემერის შემცვლელად (El Confidencial).

ალვარო მორატამ ზედიზედ მე-5 მატჩში გაიტანა „ატლეტიკოში“. ეს მის კარიერაში საუკეთესო სერიაა.

კლოპმა გვარდიოლა 18 მატჩში მე-8-ედ დაამარცხა, პეპს 6 მოგება აქვს.

გვარდიოლას უარესი სტარტი აქვს სამწვრთნელო კარიერაში. „სიტიმ“ 12 ტურში 25 ქულა მოაგროვა.

„სიტიმ“ ამ სეზონში 11 ქულა დაკარგა, მთელ გასულ სეზონში კი 16.

გვარდიოლამ“ მე-4-ედ წააგო „ენფილდზე“ – ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია გასვლით მატჩებში მის კარიერაში.

„ლივერპულმა“ ზედიზედ 9 მატჩში გაუშვა გოლი ბოლო 5 წელიწადში პირველად.

სალაჰმა 52 გოლში მიიღო მონაწილეობა „ლივერპულის“ 44 საშინაო პრემიერლიგურ მატჩში.

„ლივერპული“ მე-2 გუნდია, რომელმაც გვარდიოლას „სიტის“ პირველ 15 წუთში ორი გოლი გაუტანა პრემიერლიგაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები