LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ ლიმიტირებული ბუგატი იყიდა 9.5 მილიონად

531
SPORT-PREVIEW-Ronaldo-Bugatti

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ პერსონალური ავტოპარკი გაზარდა და ახალი სპორტქარი შეიძინა.

Bild-ის ინფორმაციით, 35 წლის პორტუგალიელმა 9.5 მილიონ ევროდ Bugatti Centodieci იყიდა, რომელიც ლიმიტირებულ სერიაშია. მსოფლიოში ასეთი მხოლოდ 19 ავტომობილია, რომელიც ფირმის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით აწარმოეს.

რონალდო ახალ ავტოს 2021 წელს მიიღებს.

კრიშტიანოს უკვე ყავს ორი Bugatti – Veyron და Chiron.

შეჩერებულ იტალიის პირველობაზე რონალდომ 21 გოლი გაიტანა 22 მატჩში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები