ევროპულ მედიაში უკვე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, კრისტიანო რონალდო გუნდის დატოვების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

ზოგიერთი გამოცემა რონალდოს სახელს მის ყოფილ გუნდს, მადრიდის „რეალს“ უკავშირებს, დანარჩენების აზრით კი პორტუგალიელი ფრანგულ გიგანტს, „პსჟ“-ს შეუერთდება და ტიტულებისთვის უკვე ნეიმარსა და კილიან მბაპესთან ერთად იბრძოლებს. გავრცელებული ცნობების თანახმად კრისტიანო უკვე დაუკავშირდა თავის აგენტებს და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოების დაწყება დაავალა.

რონალდოს თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მედიასთან არ უსაუბრია. Ad desktop banner Ad mobile banner

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები