LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ისტორიაში უკვე მეხუთეა: პირველობამდე 69 გოლი რჩება

108
83870961-3390046217689250-3336366243761356800-o

კრიშტიანო რონალდო ისტორიაში ტოპ 5 ბომბარდირებშია. 736 გოლი. ლიდერი კი ვიღაც ჩეხოსლოვაკიელი ფეხბურთელია, რომელიც 1950-იან წლებში თამაშობდა.
ამ კაცამდე 69 გოლი რჩება.

2020 წლის ცეცხლოვანი სტარტი – 6 გოლი სამ მატჩში, რამაც რონალდოს საშუალება მისცა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების სიაში მეხუთე ადგილამდე აწეულიყო (Rec.Sport.Soccer Statistics Foundation – RSSSF ვერსია).

პორტუგალიელს 736 გოლი დაუგროვდა და 735 გოლიან გერდ მიულერს გაუსწრო. რეიტინგი მოიცავს ნებისმიერი ასაკის სანაკრებო გოლებს ოფიციალურ მატჩებში და ნებისმიერ დივიზიონში გატანილ საკლუბო ბურთებს.

შესანიშნავი შვიდეული ასე გამოიყურება:

იოზეფ ბიცანი – 805 გოლი
რომარიო – 772
პელე – 767
ფერენც პუშკაში – 746
კრიშტიანო რონალდო – 736
გერდ მიულერი – 735
ლეო მესი – 717

 

RSSSF – სამოყვარულო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს სტატისტიკის ფანებმა ლარს ორჰუსმა, კენტ ჰედლუნდჰმა და კარელ სტოკერმანსმა ჩამოაყალიბეს.

რეიტინგში ისეთი ფეხბურთელები შეყავთ, რომლებმაც კარიერის უდიდესი ნაწილი ტოპ დონეზე განვლეს. ამიტომ აქ არ არის გერმანელი ერვინ ჰელმხენი, რომელმაც 800-ზე მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ სამოყვარულო ლიგებში და არასოდეს გამოუძახიათ ნაკრებში.

 

ვინ არის იოზეფ ბიცანი?

ფორვარდმა კარიერა 1931 წელს დაიწყო. პირველი კლუბი ვენის „რაპიდი“ იყო. ვითარების გამწვავების შემდეგ (ჰიტლერის მომხრეების მოსვლა) პრაღაში გადავიდა, სადაც „სლავიაში“ გამოდიოდა. ნაკრებზეც იგივე იყო: დაიწყო ავსტრიაში და 1938 წელს გადავიდა ჩეხოსლოვაიის ნაკრებში.

ბიცანი ნამდვილად საუკეთესო ბომბარდირია RSSSF-ის ვერსიით. თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო ყველა მონაცემი არ შენარჩუნებულა. წყაროების მონაცემები გოლების ზუსტ რაოდენობაზე იყოფა. 805 გოლი ნაღდია, მაგრამ RSSSF უშვებს, რომ შეიძლება მეტიც იყო.

ბიცანს რომ დაეწიოს, რონალდოს კიდევ 69 გოლი სჭირდება. კრიშტიანო თებერვალში 35 წლის ხდება, მაგრამ ფორმას არ კარგავს. ისე, თუ ახლანდელ ტემპს შეინარჩუნებს, მაშინ 37 წლის ასაკში გახდება საუკეთესო ბომბარდირი.

და მესი? რა უსაქმოდ იქნება?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები