პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კორონავირუსის პანდემიის გამო პორტუგალიის საავადმყოფოებს დაეხმარება.

კრიშტიანო და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში სრულად დააფინანსებენ ორ საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის სამი განყოფილების ორგანიზებას. ერთი ჰოსპიტალი პორტოშია, მეორე ლისაბონში. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

“ჟორჟე მენდეში და კრიშტიანო რონალდო ორ განყოფილებას ააშენებენ ლისაბონის საავადმყოფოსთვის. თითოეული მათგანი კრიტიკული პაციენტების მოვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მოწყობილობით აღიჭურვება. ის გათვლილია ათ საწოლზე. განყოფილებებს რონალდოსა დდა მენდეშის სახელს უწოდებენ”, – თქვეს ლისაბონის საავადმყოფოში.

თავად რონალდო მადეირაზე კარანტინშია. ფეხბურთელმა ტესტი ჩააბარა და ის უარყოფითი აღმოჩნდა.

24 მარტის მონაცემებით, პორტუგალიაში დაახლოებით 2360 შემთხვევაა დაფიქსირებული, 30 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05