„იუვენტუსის“ მეგოლე კრიშტიანო რონალდომ იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში „ფიორენტინასთან“ (3:0) ორი პენალტი გამოიყენა.

პორტუგალიელის ანგარიშზე 722 გოლია ოფიციალურ მატჩებში. რონალდომ გადაასწრო გერმანელ გერდ მიულერს, რომელსაც 720 გოლი აქვ გატანილი და ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა. რეიტინგის პირველ ადგილზე პელეა (767 გოლი), მეორეზე ასევე ბრაზილიელი რომარიო (734).

ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში ასევ შედიან უნგრელი ფერენც პუშკაში (706) და არგენტინელი ლეო მესი თავისი 705 გოლით და ყველას გადასწრების პერსპექტივით.

რონალდომ კი ამ ჩემპიონატის 19 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

მსგავსი თემები