LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო გამარჯვებულია, ტოტენჰემის სარეკორდო სირცხვილი – ლიგის ამბები მოკლედ

77
GettyImages-1172926853

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩების ნახევარი გაიმართა. „რეალმა“ ისევ ვერ მოიგო და ამჯერად შინ „ბრიუგესთან“ წაგებას გადაურჩა (2:2). მაგრამ მთავარი სირცხვილი მაინც შარშანდელ ფინალისტს შეემთხვა – „ტოტენჰემმა“ 7 გოლი გაიშვა საკუთარ სტადიონზე და „ბაიერნს“ 2:7 დაუთმო.

საინტერესო ფაქტები მოკლედ:

კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე იკერ კასილიასს გაასწრო გამარჯვებების რაოდენობით და 102 მოგებით საუკეთესო გახდა.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 127-ე გოლი გაიტანა. მესის 112 გოლი აქვს.

სერხიო რამოსი და ჟერარ პიკე ერთადერთი მცველები არიან, რომლებთაც ჩემპიონთა ლიგის 10 სეზონში გაუტანიათ.

„ტოტენჰემმა“ ისტორიაში პირველად გაუშვა 7 გოლი საშინაო მატჩში უმაღლეს დონეზე.

„ტოტენჰემმა“ ოფიციალურ მატჩში 7 გოლი 1996 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაუშვა.

„ტოტენჰემი“ – პირველი ინგლისური გუნდია 1995 წლის ივლისის შემდეგ, რომელმაც ევროთასებზე 7 გოლი გაუშვა.

„ბაიერნმა“ ევროთასების გასვლით მატჩში მეორე მსხვილ მოგებას მიაღწია.

მაურისიო პოჩეტინომ სამწვრთნელო საქმიანობისას თავისი უარესი შედეგი გაიმეორა.

2:7 – ეს წაგება ყველაზე ცუდი სხვაობაა ინგლისური გუნდებისთვის ევროთასებზე.

სერჟ გნაბრი მეორე გერმანელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში პოკერი შეასრულა.

რობერტ ლევანდოვსკი ტოპ 5 ჩემპიონატების მოთამაშეებს შორის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი.

სონმა 5 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე 2019 წელს. უფრო მეტი მარტო მესის აქვს – 6.

ჟოაო ფელიქსი: „ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოს“ ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი“.

„ბაიერს“ ერთხელაც არ დაურტყამს „იუვეს“ კარში, მაგრამ ბურთის ფლობა მეტი ქონდა და უფრო მეტი პასიც გააკეთა.

„სიტიმ“ 5 გამარჯვება მოიპოვა საერთო ანგარიშით 19:1.

რაჰიმ სტერლინგმა 9 გოლი გაიტანა 10 მატჩში ამ სეზონში.

„სიტის“ ძირითადში არ ყოფილა არცერთი ინგლისელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში. ასე მეორედ მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები