LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ავტომობილების მძღოლები ხვდებიან ავარიებში ყველაზე ხშირად

48
8b457ffa53923172e377c280b3311cc36799dee3

პორტალმა Insurify, რომელიც ავტომობილების დაზღვევითაა დაკავებული, იმ მოდელების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს ყველაზე უხეშად არღვევენ.

სიის შედგენისას სპეციალისტებმა 2 მილიონზე მეტი შემთხვევა განიხილეს, მათ შორის იყო ავარიები, ასევე საგზაო წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმები.

მეათე ადგილზე Audi A4 აღმოჩნდა, ამ ავტომობილის მძღოლები ფეხითმოსიარულეებს გზას ყველაზე ნაკლებად უთმობენ. მეცხრე პოზიცია  Honda Elemnent–ამ დაიკავა და მის შემთხვევაში მძღოლები სხვა ავტომობილებს უჭრიან გზას. მერვე ადგილზე Hyundai Veloster–ია, ამ ავტომობილში მოკალათებული ავტომფლობელები საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს ყურადღებას არ აქცევენ და სიჩქარეს ყველაზე ხშირად აჭარბებენ.

მეშვიდე და მეექვსე ადგილებზე Acura–ს მოდელები ILX და TLX გადანაწილდნენ. ამ ავტომობილების მძღოლები გზას არავის უთმობენ და როგორც წესი, საგზაო ნიშნებსაც აიგნორებენ.

„საუკეთესოთა“ ხუთეულს Toyota Celica ხსნის და მისი მძღოლები ღვედს თითქმის არასდროს იკეთებენ. მეოთხეა  – Subaru WRX, რომელიც გადასწრების დროს არღვევს წესებს.

მესამე ადგილზე Audi A5 გავიდა და მისი მძღოლები შუქნიშნის წითელ სიგნალს არაფრად აგდებენ ხოლმე.

მეორეა – BMW 7-series, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების უცვლელი მონაწილეა.

და ბოლოს, გამარჯვებული გახდა BMW 4-Series, ავტომობილი რომლის მძღოლებიც ფეხითმოსიარულეებს არაფრად აგდებენ და მათთვის წითელ შუქზე გავლაც ჩვეულებრივი მოვლენაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები