LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომანტიკოსმა ფეხბურთელმა გოგოს ხელი სტადიონზე თხოვა: კატალონია გუგუნებს – ამბები მოკლედ

79
2697254-55767390-2560-1440

ელ კლასიკო ოქტომბრიდან დეკემბერში გადაიტანეს კატალონიაში მიმდინარე არეულობების გამო.

პიკე და დემბელე ვარჯიშზე არ მისულან, რათა კატალონიურ პროტესტებს მხარი დაუჭირონ.

„ბარსელონა“: „მესის უფრო მეტი „ოქროს ბუცი“ აქვს, ვიდრე შენ ჩვეულებრივი ფეხსაცმელი“. კლუბის პრეს-სამსახურმა მესისთვის მეექვსე „ოქროს ბუცზე“ ასეთი კომენტარი გაავრცელა.

რომანტიკოსმა უკრაინელმა ზინჩენკომ შეყვარებულს ხელი სტადიონზე შეთავაზა. ფეხბურთელმა ვლადა შეგლოვას ცოლობა უკრაინის მთავარ სტადიონ „ოლიმპიისკიზე“ თხოვა. გოგონამ, თანხმობა განაცხადა.

ზინედინ ზიდანი დუბაიში პოგბას შეხვდა.

„ლივერპულის“ ფანები: „გთავაზობთ Boxing Day-ის თამაშები 15:00 საათზე დაიწყოს“.

ნეიმარი მოედანზე კონტრიალზე: „ტრავმირებული ვიქნებოდი, ასე რომ არ გამეკეთებინა“.

წარადგინეს 2020 წლის კოპა ამერიკის ოფიციალური ლოგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები