LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება Mercedes-AMG-ის ყველაზე მძლავრი ვერსია (ფოტო)

102
mercedes-amgnews

სახელოსნო Posaidon-ის სპეციალისტებმა სუპერქარ Mercedes-AMG-ის ყველაზე მძლავრი ვერსია წარადგინეს. ძრავის მთლიანად განახლებით და რამდენიმე ტურბინის დამატებით სიმძლავრის 880 ცხენის ძალამდე გაზრდა მოხერხდა.

სადემონსტრაციო ავტომობილად ავტომოყვარულებმა „სამოქალაქო“ AMG GT R აიღეს. მუშაობის პროცესში კი დაადგინეს, რომ მსგავსი განახლების მიღება AMG-ის ნებისმიერ ვერსიაზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გარეგნულ ცვლილებებზე Posaidon-ში არც კი უფიქრიათ.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, პირველ „ასეულს“ სპორტქარი 2,9 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 360 კმ/სთ-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები