LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რინგი, ბიგფუტი და ბოლი (ნაწილი პირველი)

108
best-momnets-part1

უამრავი დღესასწაულის დამსახურებით მაისმა უცებ გაიარა. ავტოექსპერტებმაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამეს და საუკეთესო ვიდეოები გამოავლინეს.

მეფის დაბრუნება

300 ცხენის ძალის ჰეტჩბეკმა Renault Megane RS-მა ნიურბურგრინგის ყველაზე სწრაფი მოდელის წოდება დაიბრუნა. სპორტქარმა წინა რეკორდსმენს ლამის 4 წამით აჯობა. შეგახსენებთ, რომ Honda Civic Type-R-მა ყველაზე რთული მაგისტრალი 7 წუთსა და 40,1 წამში გაიარა.

მონსტრი-რეკორდსმენი

ბიფუტმა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ავტომობილმა 44 მეტრი იფრინა და 7 კონკურენტს გადაუფრინა. მონსტრ-მობილი 1500 ძალის აგრეგატითაა უზრუნველყოფილი.

დრიფტი სატვირთოთი

2400 ცხენის ძალის მქონე, სამ ტურბინიანი და შვიდი რეკორდის მფლობელი ავტომობილი პაიქს-პიკის მთაზეც ავიდა. ვიდეოში სატვირთო დრიფტაობს და საკმაოდ გიჟურად იქცევა.

გორგოლაჭები

ავსტრალიურმა მწარმოებელმა Suzuki-მ საკმაოდ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ახალი კროსოვერის Jimny-ს რეკლამა კომპანიამ გორგოლაჭებით გააკეთა. მათი ფორმა ავტომობილის იდენტურია, საბურავები ბრუნავს და უფრო მეტიც, ფარებიც კი იდეალურად მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები