LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რეალის” ექს პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა: სუპერვარსკვლავები დაინფიცირდნენ – ამბები მოკლედ

94
2796968-57723370-2560-1440

მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი 77 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

დიბალას კორონავირუსი დაუდგინდა.

მალდინი და მისი შვილი დანიელი კორონავირუსი დაინფიცირდნენ.

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა და ის უარყოფითი აღმოჩნდა.

Sport.es: რონალდო დაკარგავს ხელფასის 20-30 პროცენტს პანდემიის გამო.

გერმანელი ვირუსოლოგი: „დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო ტურნირების განახლება 2021 წლამდე ვერ მოხერდება“.

ალდერვეირელდი კორონავირუსით დაავადებულებს პლანშეტებს აჩუქებს.

ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იფეანი ჯორჯი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

„ბარსელონამ“ ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ “ინტერს“ 70 მილიონი ევრო და ორი ფეხბურთელი – ვიდალი და სემედო შეთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

Diario Sport: „ბარსელონა“ იმედგაცრუებულია გრიზმანით და ზაფხულში მის გაყიდვას აპირებს.

რონალდინიომ 40 წლის იუბილე პარაგვაის ციხეში ჭორის ბარბექიუთი აღნიშნა.

La Gazzetta dello Sport: იბრაჰიმოვიჩი ზაფხულში კარიერას დაასრულებს.

„ლივერპული“ ეძებს ცენტრალურ მცველს, შორტ ლისტში სამი გვარია: ხოსე ხომენესი „ატლეტიკოდან“, ალესანდრო ბასტონი „ინტერიდან“ და დაიო უპამეკანო „ლაიპციგიდან“.

„ლივერპულის“ გულშემატკივარი სახლში ორი თვის შემდეგ დაბრუნდა „რომას“ ულტრასებისგან თავდასხმის გამო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები