LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ თქვა უარი რუსეთში მოთამაშე გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებზე

89
image-8801-1566914031-800x533

რუსული პრემიერლიგის „უფას“ ნახევარმცველი ნიკოლაი გიორგობიანი მოყვა, რატომ არ გამოდის საქართველოს ნაკრებში.

შენ ქართული ფესვები გაქვს, არ გიფიქრია იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებში გეთამაშა?

ამაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ იყო, როდესაც მეორე ლიგაში „არმავირში“ გამოვდიოდი. მამას დაურეკეს, ახალგაზრდული ნაკრების თაობაზე ისაუბრეს. მაგრამ მაშინ ვერ ვითამაშებდი, რადგან ასეთ შემთხვევაში ლეგიონერად ჩავითვლებოდი, ხოლო მეორე ლიგაში უცხოელები არ შეიძლება. უარის თქმა მომიწია.

ლეგიონერად რომ არ ჩავთვლილიყავი, შეიძლება დავთანხმებულიყავი. საინტერესო იქნებოდა შესარჩევ მატჩებში თამაში, საერთაშორისო არენაზე თავის გამოცდა, – თქვა გიორგობიანმა.

გიორგობიანი სოჭშია დაბადებული, ის 22 წლისაა და წლევანდელ სეზონში შუახაზელმა „უფას“ შემადგენლობაში 10 მატჩი ჩაატარა. მან კლუბთან წელს გააფორმა ხანგრძლივი კონტრაქტი.

სხვათა შორის, „უფას“ გულშემატკივრებმა გიორგობიანი აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები