LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხე ემუქრებათ ფეხბურთელებს – ამბები მოკლედ

108
1sheffars2110-0

რომელუ ლუკაკუმ „ინტერში“ ყოფნის სამ თვეში იტალიურად მისცა ინტერვიუ. ახლა მან 8 ენა იცის.

Il Giornale: რაიოლამ თავისი კლიენტი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ინტერს“ შეთავაზა.

„ბარსელონამ“ 15 მლნ ევრო გადაუხადა „ატლეტიკოს“ გრიზმანის საქმეზე და ხუთი ფეხბურთელის გამოსყიდვის პოტენციური უფლება მიიღო.

ელ კლასიკოს ახალ თარიღზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. „ბარსას“ და „რეალს“ სურთ 18 დეკემბერს ითამაშონ, ლა ლიგა წინააღმდეგია.

ლა ლიგამ აჩვენა ზამთრის ბურთი. ის ვარდისფერია და ამით თამაშს 24 ოქტომბერს დაიწყებენ.

„არსენალმა“ წააგო პირველად ბოლო ორ თვეში და 8 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ.

„არსენალის“ ფეხბურთელებმა გასული სეზონის დასაწყისიდან 7 ყვითელი მიიღეს სიმულაციისთვის – ყველაზე მეტი პრემიერლიგაში.

„შეფილდის“ მეკარემ ჰენდერსონმა მეოთხე მშრალი მატჩი ითამაშა ამ სეზონში. ამაზე უკეთესი შედეგი პრემიერლიგაში არავის არ აქვს.

გარეთ ბეილის აგენტი ბარნეტი Forbes-ის ვერსიით ყველაზე გავლენიანი სპორტული აგენტია.

შოტლანდიელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფეხბურთელებს ალცჰეიმერის დაავადების ხუთჯერ მეტი რისკი აქვთ.

ზინედინ ზიდანი: „მინდა „რეალში“ სამუდამოდ ვიყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები