ყველასათვის ცნობილია, რომ პროფესიონალი სპორტსმენები ზღაპრულ ფულს შოულობენ. მაგრამ დღეს უკვე ძალიან მდიდარმა ბიჭებმა რა გააკეთეს, როდესაც ცხოვრებაში პირველი ხელფასი მიიღეს?

 

ჩავი

ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი სულ რაღაც 11 წლის იყო, როდესაც პირველი ხელფასი აიღო. მაშინ ის „ბარსელონაში“ ერთი ჩვეულებრივი და რიგითი იყო. მისი პირველი ჰონორარი 400 პესო იყო (მაშინ ესპანეთში ეს ფული იყო, ევრო მოგვიანებით შემოვიდა) და ფულის აღებისთანავე დედას ტოსტერი უყიდა.

კაზემირო

როგორც ბევრ ბრაზილიელ ფეხბურთელს, კაზემიროსაც რთული ბავშვობა ქონდა და ერთ-ერთი ოცნება ქონდა გაზიანი სასმელის ყიდვა, რისი საშუალებაც მის ოჯახს არ ქონია. ასე რომ, „სან პაულოში“ აღებული პირველი ხელფასით ბავშვობის ოცნება აიხდინა. ის ხუმრობდა კიდეც: „მაშინ სუპერმარკეტში დედასთან ერთად წავედი და 80 ბოთლი ვიყიდე“.

შაკილ ონილი

აშშ-ში საშუალო სკოლისა და კოლეჯების კალათბურთელები ანაზღაურებას არ იღებენ. მაგრამ როდესაც ნბა-ში მოდიან, პირველივე კონტრაქტს მილიონები მოაქვს. შაკი ხელფასის აღებისთანავე მაღაზიებში გავარდა და მთელი ხელფასი დახარჯა სამ მდიდრულ ავტომანქანაში, საყურეებში, ბეჭდებსა და ბრილიანტებში.

კრიშტიანო რონალდო

რონალდომ პირველი კარგად ანაზღაურებადი კონტრაქტი „მანჩესტერში“ მიიღო. პირველი ხელფასი დედას დაახარჯა და თავისთვის რაღაც განსაკუთრებული არ უყიდია. კრიშტიანომ გადაწყვიტა დედისთვის იმდენი მიეცა, რომ მას აღარ ემუშავა. „ის წვალობდა და ძალიან ბევრი სირთულე გადაიტანა“, – თქვა რონალდომ.

მსგავსი თემები