LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წყვილის აჭარული ფიგურულ ციგურაობაში (ვიდეო)

821
539789045

იტალიის ქალაქ ტურინში ფიგურულ სრიალში გრან-პრის დასკვნით დღეს საჩვენებელ შეჯიბრზე მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ „აჭარული“ შეასრულეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

ტურინის გრან-პრი ფიგურული სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) ორგანიზებული ტურნირია. ფინალური ეტაპზე ქართულმა წყვილმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. თავისუფალ პროგრამაში 106,14 ქულა მოაგროვა, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
ეს კი ისტორიული შედეგია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.

 

https://www.youtube.com/watch?v=5s6GrRHDrhw&feature=emb_logo&fbclid=IwAR180MQk4j0JK0xTOLpypwmduVf2v9b5ErgUrRJneG0O7gxllfopiHnnVN4

 

აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით 28 ქვეყნის 74 წყვილი მონაწილეობდა გრან პრის სერიის საერთაშორისო ტურნირებში, რომელიც 7 ეტაპად გაიმართა. 4 ქვეყნის ექვსმა ყველაზე მაღალრეიტინგულმა წყვილმა მოიპოვა გრან პრის ფინალური საგზური. მარია კაზაკოვა დ ა გიორგი რევია ზედიზედ მეორედ გახდნენ ამ საგზურის მფლობელები.

ოლიმპიურ არენა “პალაველაზე”, ფინალურ ასპარეზობაზე, ქართველმა წყვილმა აშშ-ს, რუსეთისა და
საფრანგეთის წარმომადგენლებს შორის, რიტმულსა და თავისუფალ პროგრამებში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს, ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს და ჯამური 174,90 ქულით, ისტორიაში პირველად, იუნიორთა შორის სპორტულ ცეკვებში გრან პრის ფინალის პირველი ადგილისა და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები