LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ სილამაზეს არაფერი შეედრება: საახალწლო ტრადიცია, რომელსაც არ არღვევენ ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში (ექსკლუზივი)

1702
edea-50738ee235c5106a5b2780b14811d388

რუსეთში ყოველთვის თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები და ხშირ შემთხვევაში წარმატებითაც. ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჩვენიანების მიმართ ინტერესი არ ქრება. ერთ-ერთი ყველაზე „ქართული გუნდი“ კი ყოველთვის იყო ყაზანის „რუბინი“, სადაც არაერთ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია და სადაც ჩვენებს ყოველთვის აფასებდნენ. გამონაკლისი არც დღევანდელობაა – „რუბინში“ ერთბაშად სამი ქართველი გამოდის: ბექა მიქელთაძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია. ეს უკანასკნელი ცოტა სკანდალურად გადავიდა ყაზანში. მოგეხსენებათ, ხვიჩა მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა და დაახლოებით ნახევარ წელიწადში მოულოდნელად „რუბინში“ აღმოჩნდა, არადა რკინიგზელები ახალგაზრდა ქართველზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.
ხვიჩა შეუმჩნეველი არც ნაკრების ხელმძღვანელობას დარჩენია და კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩი გიბრალტართან ითამაშა.

„ფორტუნა“ ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ როგორია მისი ცხოვრება ფეხბურთს მიღმა და რა უყვარს და რა მოსწონს ქართველ ფეხბურთელს.

 

 

არც ისე დიდი ხანია, რაც მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ სათამაშოდ ყაზანის “რუბინში”ი გადახვედი. როგორ შეეგუე ახალ გარემოს და რა ბარიერები შეგხვდა?

როდესაც მოსკოვში ჩავედი, იქ საბა კვირველია დამხვდა. ასე რომ, ახალ გარემოსთან შეგუება არ გამიჭირდა. თავიდან მქონდა ენის ბარიერი, თუმცა ამანაც მალე გაიარა და საბოლოოდ გამიადვილდა ადაპტაცია.

შენი აზრით, განსხვავდებიან თუ არა ქართველი და რუსი გოგონები და მიიქციეს თუ არა მათ შენი ყურადღება?

ალბათ განსხვავდებიან გარეგნობით. კარგი გოგონები ჰყავთ რუსებს, თუმცა ქართველს მაინც თავისებური შარმი და სილამაზე აქვს. თამამად ვიტყვი, რომ ქართულ სილამაზეს არაფერი შეედრება.

თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?

თავისუფალ დროს მიყვარს ფილმების ყურება, საინტერესო რაღაცეების კითხვა და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ასევე ვცდილობ დასვენების პერიოდშიც არ შევწყვიტო ვარჯიში, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე.

ხვიჩა კვარაცხელია, გია გრიგალავა, საბა კვირკველია და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა

 

ახალი წელი მოდის და გაქვს თუ არა რაიმე განსაკუთრებული სურვილი?

მინდა ჩემთვის ყველა საყვარელი ადამიანი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. სხვა დანარჩენი სურვილები მხოლოდ შრომაზეა დამოკიდებული.

გაქვს თუ არა შენ ან შენს ოჯახს ისეთი ტრადიცია, რასაც ყოველ ახალ წელს ასრულებთ?

რაიმე განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს. ახალ წლამდე ოჯახის წევრები ნაძვის ხეს რთავენ, რაშიც მეც ვიღებ ხოლმე მონაწილეობას, ახალი წლის ღამეს კი სუფრას ტრადიციული კერძებით ვაწყობთ და ღამის 12:00 საათზე სასმისით ხელში ვხვდებით. ტრადიცია, რომელსაც არ ვარღვევთ, ახალი წლის ერთად აღვნიშვნაა. როდესაც ოჯახში ძველ წელს გავაცილებ, შემდეგ უკვე მეგობრებთან ვინაცვლებ და მათთან ერთად აღვნიშნავ ახალი წლის დადგომას.

საყვარელი კერძი საახალწლო სუფრიდან?

ზოგადად ძალიან მიყვარს ქართული კერძები, მაგრამ ახალი წლის სუფრიდან საცივს გამოვარჩევდი.

ხვიჩას პირველი გამოძახება ეროვნულ ნაკრებში

ბლიცი ხვიჩასთან:

სახლის კერძები და რესტორანში ჭამა?
სახლში ჭამას არაფერი სჯობს.

სპორტული თუ კლასიკური სამოსი?
სპორტული.

ქერა თუ შავგრემანი ქალები?
გააჩნია, ალბათ უფრო შავგვრემანი, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ ქერა გოგოც ძალიან მომწონებია.

კომედიები თუ დრამა?
კომედია.

მანქანის მართვა თუ რაიმე ექსტრიმი?
მიყვარს ექსტრიმიც, თუმცა ალბათ უფრო მანქანის მართვა.

ინგლისის პრემიერლიგა თუ ესპანეთის ლა ლიგა?
ინგლისის პრემიერლიგა.

 

სალომე ონაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები