უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის (ისტორიული ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში) მერმა რუსლან მარცინკივმა უკრაინული ანბანი აჩუქა ადგილობრივი კლუბის სამ ფეხბურთელს.

დედაენა მიიღეს “პრიკარპატიეს” იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც “მეტალისტ 1925”-თან მატჩის შემდეგ ინტერვიუ რუსულ ენაზე მისცეს. მერმა რეაგირება ინციდენტიდან მეხუთე დღეს მოახდინა.

“პრიკარპატიე” უკრაინის პირველ ლიგაში გამოდის.

რუსულ ენაზე მიცემული ვიდეოინტერვიუ უკვე წაშლილია უკრაინული საიტებიდან.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები