LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერლიგა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატით ჩაამთავრონ

64
LIVERPOOL, ENGLAND - JANUARY 19: Virgil Van Dijk of Liverpool scores a goal to make it 1-0 during the Premier League match between Liverpool FC and Manchester United at Anfield on January 19, 2020 in Liverpool, United Kingdom. (Photo by Matthew Ashton - AMA/Getty Images)

ინგლისის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონი შესაძლებელია ისეთ ფორმატში დასრულდეს, რომელიც ძალიან გავს მსოფლიო ჩემპიონატს.

იდეა იმაშია, რომ დარჩენილი 92 მატჩი ივნის-ივლისში ითამაშონ. ამისათვის შემოიღებენ განსაკუთრებულ რეჟიმს – თითოეული კლუბი ვალდებული იქნება მოაწყოს იზოლირებული საწვრთნელი ბაზა მიდლენდსისა და ლონდონის რეგიონის ფარგლებში. ასე გუნდები გადაჭრიან არაერთ ლოჯისტიკურ პრობლემას და ბევრად ხშირად ითამაშებენ. იგეგმება, რომ პრემიერლიგას ამ პერიოდში ყოველდღე აჩვენებენ.

The Independent-ის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი შესაძლო სცენარია. პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება სეზონის ნორმალურ ფორმატში ჩამთავრება, მაგრამ მაყურებლების გარეშე.

ინგლისში სეზონი 30 აპრილამდე შეჩერდა, მაგრამ დიდი ალბათობით ამ თარიღის შემდეგაც ვერ განახლდება.

იმ შემთხვევაში თუ თამაშები ვერ ჩატარდა. პრემიერლიგის კლუბები ტელემაუწყებლებს 800 მლნ ევროზე მეტ კომპენსაციას გადაუხდიან.

შეჩერებულ პრემიერლიგას დიდი სხვაობით “ლივერპული” ლიდერობს, რომელსაც ოფიციალურ ჩემპიონობამდე სულ ცოტა უკლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები