LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღაში ველოსიპედით გასეირნებას ნებისმიერი მსურველი უფასოდ შეძლებს

29
8dd9f025ad3b8487eb18f0020d84cdb4

ჩეხეთის დედაქალაქში ველოსიპედის დაქირავება საქალაქო ცენტრებიდან უფასო გახდა. უფასო სერვისის გამოყენება დღეში 4-ჯერ იქნება შესაძლებელი, თუმცა თითოეული მგზავრობის ხანგრძლივობა 15 წუთს არ უნდა აჭარბებდეს. ველოსიპედის მისაღებად საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათის წარდგენა იქნება საკმარისი.

პრაღის მერიას სურს, რომ ველოსიპედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სახეობად აქციოს, რათა ადგილობრივებმა თუ ქალაქის სტუმრებმა კერძო ავტომობილი უფრო იშვიათად გამოიყენონ.

ავტომობილი – ყველაზე არაეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებაა და ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 72%–ზეა პასუხისმგებელი.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ საკითხზე განსაკუთრებით ნერვიულობენ და იგონებენ სხვადასხვა მეთოდებს, რათა პირად ავტომობილზე უარი სულ უფრო მეტმა ადამიანმა თქვას.

მაგალითად, გერმანიაში მართვის მოწმობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან სამგზავრო აბონემენტში ცვლიან, ხოლო ავსტრიის ქალაქ ინსბურკში გადაწყვიტეს რომ პარკინგები გააქრონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები